ვრცლად ვიოფისის მომსახურების შესახებ

  • 16 June 2016
  • Comments
ვრცლად ვიოფისის მომსახურების შესახებ

შპს “ვიოფისი” არის ზრდადი და სწრაფად განვითარებადი კონცეფცია რომელიც გვაძლევს საშუალებას შემოგთავაზოთ მომსახურების ფართო სპექტრი. ამჟამად ვიოფისი გთავაზობთ მომსახურების 3 პაკეტს შემდეგი განსაზღვრებით:

  1. იურიდიული მისამართი – რომელიც მოიცავს იურიდიულ მისამართს ბიზნეს ცენტრში + თქვენს სახელზე მოსული წერილების გადმომისამართებას;
  2. სატელეფონო მომსახურება  – რომელიც მოიცავს შუამავლობას საქალაქთაშორისო ნომრის აღებაში, სწრაფი აკრეფვის რეჟიმის დაყენებას, ავტომოპასუხის ან ადმინისტრატორის დახმარებას, პერსონალური მისალმების ჩაწერას და ზარების გადამისამართებას;
  3. ვირტუალური ოფისი – ზემოთ აღნიშნული ორი პაკეტის ერთობლიობას.

2016 წლის 20 ივნისიდან ვიოფისი დამატებით შემოგთავაზებთ შემდეგ დამატებით მომსახურებებს:

  1. კომპანიის რეგისტრაცია – კომპანიის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და წარმომადგენლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ ბიუროსთან
  2. საბანკო ანგარიშის გახსნა – ნებისმიერ ადგილობრივ კომრეციულ ბანკში ანგარიშის გახსნაში დახმარება და წარმომადგენლობა ბანკთან, კანონის ფარგლებში.
  3. საბუღალტრო დახმარება – საშემოსავლო დეკლარაციისა და წლიური ანგარიშის გაკეთება.

ჩვენ გვჯერა რომ ბიზნესის რეალური ხელშეწყობა გამომდინარეობს ბიზნესმენებისათვის მოხერხებული და მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების გაწევა. ჩვენი ფასების პოლიტიკა გამომდინარეობს ბაზრიდან და შესაბამისად ვცდილობთ შემოგთავაზოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და უმტკივნეულო ფასები რის სანაცვლოდაც ჩვენ გიწევთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, და ვუზრუნველყოფთ თქვენი ბიზნესის მარტივ დაწყებასა და განვითარებას.