წესები და პირობები

nodia წესები და პირობები

ტერმინთა განმარტებები:

  • „შეთანხმება“ ნიშნავს ვიოფისის მომსახურების შეთანხმებას;
  • „მომწოდებელი“ ნიშნავს ვიოფისს;
  • „კლიენტი“ ნიშნავს წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელის მომწერს;
  • „მომსახურებები“ ნიშნავს ნებისმიერ მომსახურებას/პროდუქტს რასაც კლიენტი აირჩევს.
  1. გამოყენების წესების განსაზღვრება და მიღება.
    მომწოდებელი სთავაზობს მომსახურებებს კლიენტს, ხელშკრულებაზე ამ უკანასკნელის თანხმობის საფუძველზე, შეთანხმება არ ექვემდებარება მოდიფიკაციას.2.
    მომსახურებები

2.1. იურიდიული მისამართი
2.1.1 არჩეული მომსახურებ(ებ)იდან გამომდინარე, კლიენტს შეუძლია გამოიყენოს მომწოდებლის იურიდიული მისამართ(ებ)ი როგორც ეს მითითებული იქნება ხელშეკრულებაში.
2.1.2 კლიენტი იძლევა პირობას და გარანტიას იმის თაობაზე, რომ არ გამოიყენებს იურიდიულ მისამართს რაიმე უხამსი, არალეგალური, ამორალური ან მადისკრიტირებელი მიზნებისთვის და არავითარ შემთხვევაში არ მოახდენს მომწოდებლის რეპუტაციის შელახვას.
2.1.3 კლიენტმა არ უნდა გამოიყენოს ან შემოიერთოს მომწოდებლის სახელი, ნაწილობრივ ან სრულად, მისი სავაჭრო მიზნებისათვის.
2.1.4 საფოსტო გზავნილების განკარგვა მოხდება მხარის მიერ მითითებული პირობების შესაბამისად, შესაბამისად კლიენტი იქნება პასუხისმგებელი რაიმე შედეგობრივი, გადამისაართების ან სხვა მომსახურების ხარჯებზე.
2.1.5 თუ კი მომწოდებელს მიეცა მითითება რომ გადაამისამართოს საფოსტო გზავნილი, არც მომწოდებელი და არც საფოსტო აგენტი არ არის პასუხისმგებელი დაგვიანებაზე ან დანაკარგზე რაც შესაძლოა მოხდეს გადამისამართების შედეგად. მომწოდებელი არ არის პასუხისმგებელი რაიმე დანაკარგზე რაც გამოწვეული იქნება ტექნიკური ხარვეზების, გაფიცვის, დაგვიანების, თანამშრომლის შეცდომის, ან მენეჯერის ან ზედამხედველის მოვალეობის შესრულებით.
2.1.6 მომწოდებელი არ მიიღებს რაიმე ნივთს (კლიენტისთვის) რაც 5 კილოგრამ წონაზე მძიმე ან 50 სანტიმეტრზე დიდია რომელიმე ზომით, ასევე დაუშვებელია საშიში ნივთიერების შემცველი ობიექტის ჩაბარება, ცოცხალი ან მალ-ფუჭებადი საქონელი. მომწოდებელს აქვს უფლება საკუთარი სურვილისამებრ დააბრუნოს ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმის ობიექტი ან უარყოს მისი ჩაბარება ნებისმიერი რაოდენობით თუ კი იგი ასევე ჩათვლის რომ ობიექტი არაკანონიერია.
2.1.7 მომწოდებლის მიერ მიღებულ გზავნილებზე კლიენტი არ იხდის მომსახურების ხარჯს, თუკი მომხმარებელი აირჩევს აღნიშნული გზავნილის მიღებას ელექტრონული ფორმით (დასკანერებული ვერსია), ხოლო თუ  გასცემს მითითებას მომწოდებელზე რომ გზავნილი მომხმარებელს იგივე ფორმით (ანუ საფოსტო მომსახურებით) უნდა გაეგზავნოს, ამ შემთხვევაში კლიენტი იხდის გზავნილის საფოსტო მომსახურების ხარჯს, რისთვისაც მომწოდებელმა დამატებითი ხარჯების ინვოისი უნდა გაუგზავნოს მომხმარებელს ყოველი თვის ბოლო რიცხვამდე.
2.1.8 თუ კი კლიენტი თავად უზრყნველყოფს საფოსტო გზავნილის წაღებას კომპანიის მისამართიდან, მომხმარებლის მიერ გზავნილის წაღება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათების განმავლობაში 09:30 საათიდან 18:00 საათამდე (ყოველდღე, კვირა დღის და სახელმწიფო დასვენების დღეების გარდა)
2.1.9 წინამდებარე შეთანხმების დასრულებისას, კლიენტი აცხადებს თანხმობას რომ ყველა საფოსტო გზავნილი (მიღებული შეთანხმების დასრულების შემდგომ) უნდა დაუბრუნდეს გამომგზავნს და არცერთი შემდეგი გზავნილი კომპანიის მიერ არ იქნება მიღებული, სანამ შეთანხმება არ იქნება განახლებული.
2.1.10 კლიენტი თანახმაა დაემორჩილოს ქვეყნის შიდა მოწმედ ყველა კანონს, წესსა და რეგულაციას. რეგულაციების ნებისმიერმა დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს კომპანიის მხრიდან შეთანხმების დასრულება და გამოიწვიოს რაიმე სახის საურავი, ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა.
2.1.11 რაიმე ტიპის ამანათი, ყუთი ან პაკეტი (გარდა წერილობითი გზავნილისა), რომელიც განკუთვნილია მხარისათვის და მიტანილია კომპანიის მისამართზე, არ წარმოადგენს კომპანიის ხარჯს და უნდა იქნეს წაღებული მხარის მიერ, ზემოთ აღნიშნული გზავნილის მიღების შესახებ შეტყობინების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში. აქვე განიმარტება შეტყობინების მიღებულად ჩათვლის პრინციპი, ვინაიდან კლიენტები თანხმდებიან კომუნიკაციის წერილობით ფორმაზე, როგორც ელექტრონულად ასევე ფოსტით, კომპანიის მიერ კლიენტისათვის გაგზავნილი წერილი ან ელექტრონული შეტყობინება (ე.წ. იმეილი) ეს შეტყობინება ჩაითვლება გაგზავნილად და მიღებულად.

2.3.
სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა
2.3.1 მომწოდებელი ვალდებულია გაუწიოს დახმარება კლიენტს საქალაქთაშორისო ტელეფონის ნომრის აღებაში, და ამ ტელეფონის ნომერზე შემოსულ ზარებს დანიშნული ადმინისტრატორის მეშვეობით გასცეს პასუხი. ამასთან, აღნიშნული სატელეფონო ნომრის ღირებულებასა და შესაძლო სააბონენტო საფასურს გადაიხდის კლიენტ/კლიენტი.
2.3.2 მომწოდებელი პასუხისმგებელია გადაამისამართოს კლიენტისტვის შემოსული ზარი კლიენტთან იმ საკონტაქტო ნომერზე, რომელიც მიუთითა კლიენტმა. კლიენტი ვალდებულია მომწოდებელს მიაწოდოს მხოლოდ სამი საკონტაქტო ნომერი რაზეც უნდა განხორციელდეს ზარის გადართვა.
2.3.3 შეტყობინებების გადაცემა უნდა განხორციელდეს სამუშაო საათების განმავლობაში 09:30 საათიდან 18:00 საათამდე (ყოველდღე, კვირა დღის და სახელმწიფო დასვენების დღეების გარდა). მოკლეტექსტური შეტყობინებები უნდა გაიგზავნოს მხარის მიერ მითითებულ საკონტაქტო მობილურ ნომერზე.
2.3.4 მომწოდებელი არ იღებს პასუხისმგებლობას რაიმე სახის დანაკარგზე რაც გამოწვეული იქნება ხარვეზის, შეყოვნების ან თანამშრომელთა პასუხისმგებლობის შეუსრულებლობაზე.
2.3.5 მომწოდებელი კლიენტის საქალაქთაშორისო ნომერზე შემოსული ან გასული ზარების, ასევე საკონტაქტო ნომრებზე გადამისამართებული ზარების ან გაგზავნილი მოკლე-ტექსტური შეტყობინებების საფასურს გადაახდევინებს კლიენტს დამატებითი ხარჯის სახით ყოველი თვის 30 რიცხვამდე, კომპანიის მიერ კლიენტისათვის გაგზავნილი ინვოისის საფუძველზე.
2.3.6 ტელეფონის ნომერი წარმოადგენს მხარის საკუთრებას.
2.3.7 კლიენტს აქვს უფლება შეცვალოს საქალაქთაშორისო ტელეფონის ნომერი 5 სამუშაო დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების პირობით. თუ კი კლიენტიცვლის საკონტაქტო ან სალაქთაშორისო ნომერს თვის განმავლობაში ოთხ შემთხვევაზე მეტი სიხშირით, კომპანია გადაახდევინებს კლიენტს ადმინისტრატორის მომსახურების ხარჯს თითო დამატებით ცვლილებაზე (თვის განმავლობაში მეხუთე და შემდგომ ცვლილებაზე) 10 აშშ დოლარს ექვივალენტს ლარში, თვის 30 რიცხვამდე გაგზავნილი ინვოისის საფუძველზე.

2.4
მომწოდებლის კეთილმოწყობის გამოყენება
2.4.1 მომწოდებელი აძლევს უფლებას კლიენტს გამოიყენოს შემდეგი კეთილომოწყობის ინსტრუმენტები, სამუშაო დღეებისა და საათების განმავლობაში 09:30 საათიდან 18:00 საათამდე (ყოველდღე,კვირა დღის და სახელმწიფო დასვენების დღეების გარდა).
2.4.1.1 ოფისე მენეჯერის / ადმინისტრატორის მაგიდა და სავარძელი, ინტერნეტი და კომპიუტერული მოწყობილობა განსაზღვრული დროის განმავლობაში, რაც არ შეუშლის ხელს ადმინისტრატორის სამუშაო პროცესს. იმ შემთხვევაში თუ კი კლიენტს სჭირდება სამუშაო ოთახის ან საკონფერენციო დარბაზის გამოყენება გარკვეული დროის ან დღეების განმავლობაში, მან უნდა მიმართოს მომწოდებელს და შესაბამისი შეთანხმების გაფორმების საფუძველზე (რაც ითვალისწინებს დამატებით ხარჯს) მიიღოს შესაბამისი მომსახურება და კეთილმოწყობის ინსტრუმენტები.
2.4.2 გათბობა, განათება, დასუფთავება და ოფისის მეინთენენსი (საექსპლუატაციო ხარჯები) ბიზნეს ცენტრში.
2.4.3 სამზარეულოსა და საპირფარეშოს კეთილმოწყობის გამოყენება.
2.4.4 მომწოდებლის დასტურით კლიენტს ან მის წარმომადგენელს აქვს უფლება მიმართოს ან მიაკითხოს ოფისს ბიზნეს ცენტრში სამუშაო დღეებში სამუშაო საათების განმავლობაში 09:30 საათიდან 18:00 საათამდე (ყოველდღე, კვირა დღის და სახელმწიფო დასვენების დღეების გარდა). კვირა დღის და სახელმწიფო დასვენების დღეებში ვიზიტორების მიღება ბიზნეს ცენტრში არ განხორციელდება.
2.5 მომსახურების პირობების მოდიფიკაცია
2.5.1 კომპანია იტოვებს უფლებას გაუკეთოს მოდიფიკაცია ან შეწყვიტოს მომსახურება ნაწილობრივად ან სრულად, დროებით ან სამუდამოდ, შეტყობინებით ან მის გარეშე კლიენტის მიმართ, რისთვისაც მას არ ეკისრება რაიმე ვალდებულება.
2.5.2 შეცვლილი პირობები და წესები უნდა აიტვირთოს მომწოდებლის ვებ-გვერდზე www.VOffice. ge და ამ მომენტიდან იგი ითვლება ეფექტურად. თუ კი კლიენტები განაგრძნობენ შეთანხმებას პირობებისა და წესების განახლების შემდეგაც ეს ტოლფასია იმისა რომ ა) კლიენტბი სრულად გაეცნენ პირობებსა და წესებს; და ბ) შეთანხმება ექვემდებარება განახლებულ პირობებსა და წესებს.
2.5.3 წევრი აცნობიერებს და თანახმაა რომ მომწოდებელი არ კისრულობს ვალდებულებას მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში.
2.5.4 კომპანია იტოვებს უფლებას საკუთარი სურვილისამებრ შეცვალოს მომსახურების ღირებულება (ასევე დამატებითი მომსახურებების ღირებულება) წერილობითი შეტყობინების 30 დღით ადრე გაგზავნის პირობით.
3 გადახდის პირობები
3.1 კლიენტი თანახმაა რომ მომწოდებელმა გაუგზავნოს თვიური მომსახურებისა და დამატებითი ხარჯების საფასურის შესაბამისი ინვოისი ყოველი თვის 30 რიცხვამდე, თუ კი მომწოდებელი 30 დღით ადრე არ მიიღებს შეტყობინებას მხარისაგან რომ იგი წყვეტს მომწოდებელთან გაფორმებულ შეთანხმებას ან ცვლის აღებული მომსახურების პირობებს. თუ კი კლიენტი აირჩევს რომ მომწოდებლის მიერ დაკისრებული მომსახურება პირდაპირი წესით ჩამოეჭრას ანგარიშიდან, მომწოდებელი არ არის ვალდებული ამის შესახებ წინასწარ აცნობოს მას.
3.2 თუ კი კლიენტს გააჩნია რაიმე კითხვა მისი ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხების შესახებ, მას შეუძლია მიმართოს მომწოდებელს ან იხილოს გაგზავნილი ინვოისი სადაც მითითებული იქნება გაწეული მომსახურების საფასური, და ასეთის არსებობის შემთხვევაში დამატებითი მომსახურების ხარჯი, გამომდინარე გაფორმებული შეთანხმებიდან.
3.3 თუ კი კლიენტი არ გამოიყენებს მომწოდებლის მომსახურებას, აღებულს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, აღნიშნული კლიენტს არ ათავისუფლებს დაკისრებული გადასახადიდან.
3.4 მომსახურების ღირებულება უნდა იქნეს გადახდილი ყოველთვიური ინვოისის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. ზემოთ აღნიშნული ინვოისი მომწოდებელმა უნდა გაუგზავნოს კლიენტს ყოველი თვის 30 რიცხვამდე.
3.5 გადახდა უნდა განხორციელდეს ან საბანკო ანგარიშსწორებით ანუ გადარიცხვით ბანკიდან – ბანკში. მუხლი 2.5 გათვალისწინებული მომსახურება კლიენტს შეუძლია შეუკვეთოს მომწოდებლის ვებ-გვერდზეც და ამ მომსახურებისთვის მას შეუძლია გადაიხადოს ონლაინ – ვებ გვერდზე საბანკო ბარათით ან გააფორმოს შესაბამისი წლიური შეთანხმება და მოითხოვოს მომწოდებლისგან ინვოისი რის საფუძველზეც მოახდენს ანგარიშსწორებას.
3.6 ზემოთ აღნიშნული გადახდის ვადის უგულებელყოფა ანუ დაგვიანებული გადახდა (ინვოისის მიღებიდან 3 დღეზე გვიან) ექვემდებარება ჯარიმას ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 3 აშშ დოლარის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში (თუ კი მომსახურების ღირებულება აღემატება 500 აშშ დოლარს ვადაგადახილებულ დღეზე ჯარიმის ოდენობა შეადგენს 8 აშშ დოლარს ექვივალენტს ლარში).
3.7 საბანკო საკომისიო ხარჯებს ფარავს კლიენტ.
3.8 მომწოდებელი არ იღებს ვალდებულებას შეახსენოს კლიენტს ვადაგადაცილების შესახებ ერთჯერადად გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინების გარდა. ერთჯერადი შეტყობინება იგზავნება მომწოდებლის მიერ მე-10 ვადაგადაცილებულ დღეს.
3.9. თუ კი კლიენტი არ განახორციელებს ანგარიშსწორებას აღებული მომსახურებისათვის, დამატებითი ხარჯების (სატელეფონო ნომრის, სააბონენტოს, გასული, გადამისამართებული ზარების ღირებულებას ან სხვა ხარჯებს რაც გათვალისწინებული არ არის შეთანხმებით აღებულ მომსახურებაში) ან მომსახურებისათვის დასაფარად, მომწოდებელს აქვს უფლება დაიწყოს აღსრულების პროცედურა და შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომსახურების შესახებ შეთანხმება.
3.10 მომწოდებელს შესაძლოა დრო და დრო ჰქონდეს სპეციალური შემოთავაზება (ფასდაკლება ან სხვა საშეღავათო პირობები) რის შესახებაც მომწოდებელი ვალდებულია ელექტრონული ფოსტით გაუგზავნოს შეტყობინება კლიენტს.

4.
მომწოდებლის უფლება-ვალდებულებანი
4.1. მომწოდებელს აქვს უფლება შეუტყობინებლად შეაჩეროს მომსახურება (ბიზნეს ცენტრთან ხელმისაწვდომობის ჩათვლით) იმ შემთხვევაში და მომსახურების გაწევის ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური არეულობა, გაფიცვა, აქცია ან სხვა ღონისძიება რაც ადეკვატურ კონტროლს არ ექვემდებარება.
4.2. მომწოდებელი არ არის პასუხისმგებელი დანაკარგზე რაც გამოწვეული იქნება მომსახურების შეჩერებით ან შეუსრულებლობით რაც გამოწვეულია ხარვეზის გაფიცვის, აქციის ან თანამშრომელთა მხრიდან შეცდომით.
4.3 მომწოდებელი აფრთხილებს კლიენტებს რომ ოფისში მიმდინარეობს შემოწმებითი, სარემონტო ან რუტინული ინსპექციური სამუშაობი, ასეთი შემთხვევის დადგომისას, შესაბამისად ამ საათებში მომსახურების გაწევის შეუძლებლობა არ იწვევს მომწოდებლის პასუხისმგებლობას.
4.4 მომწოდებელი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს დროული შეტყობინებების და კომუნიკაციის უწყვეტობა საჭიროებისამებრ.
5 მხარის უფლება-მოვალეობანი
5.1 კლიენტს აქვს უფლება მიიღოს მომსახურება გათვალისწინებული გაფორმებული შეთანხმებიდან.
5.2 კლიენტმა უნდა განახორციელოს ბიზნესი მხოლოდ იმ სახელით რაც მოხსენიებული შეთანხმებაში. სახელის ცვლილების შემთხვევაში კლიენტმა 30 დღით ადრე უნდა აცნობოს კომპანიას, რათა გაფორმდეს ახალი შეთანხმება დაზუსტებული ინფორმაციით.
5.3 ვიოფისის ბრენდი და ლოგო წარმოადგენს მომწოდებლის დარეგისტრირებულ სავაჭრო მარკას. კლიენტს არ აქვს უფლება გამოიყენოს ვიოფისის ლოგო, ბრენდი ან მისი სურათები რაიმე დოკუმენტსა და გამოცემაში, ინტერნეტში განთავსების ჩათვლით თუ კი კლიენტი ამას გამოიყენებს საკუთარი ბიზნესისათვის, თუ კი ამისათვის მას წინასწარი წერილობითი დასტური არ გააჩნია მომწოდებლისგან.
5.4 კლიენტმა აქვს უფლება გამოიყენოს ბიზნეს ცენტრი საოფისე მიზნებისათვის, და მხოლოდ იმ ბიზნესისთვის რაც მოცემულიაა შეთანხმებაში და შესაბამისად მომწოდებელთან.
5.5 კლიენტმა არ უნდა განახორციელოს რაიმე ბიზნესი რასაც მომწოდებელი ჩათვლის არალეგალურად, ამორალურად ან შეურაცხმყოფელად და არ გამოიყენებს ბიზნეს ცენტრს პირდაპირ ან არაპირდაპირ ამ მიზნებისთვის.
5.6 კლიენტმა არ უნდა განახორციელოს ბიზნესი რაც მოიცავს ხშირ კლიენტთა ვიზიტებს რომლებიც კლიენტობენ კონკურენტულ ბიზნესში.
5.7 მხარის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს მიღებული მომსახურების საკომისიო და სრული ღირებულების, დამატებითი მომსახურებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფასური შეთანხმების საფუძველზე დადგენილ ვადებში.
5.8 კლიენტი ასევე სრულად აანაზღაურებს დამატებით ხარჯებს, საჩივრებს, ზიანს და ჯარიმას რაც მიადგება მომწოდებელს კლიენტის მხრიდან.
5.9 კლიენტი არ მოახდენს საშიში, საზიანო, ცოცხალი ან მალფუჭებადი ობიექტების მიტანას მომწოდებლის ტერიტორიაზე.
5.10 მხარის ვალდებულებაა თავად უზრუნველყოს საკუთარი კეთილმოწყობის შემოტანა ბიზნეს ცენტრში (ამის სურვილის არსებობის შემთხვევაში) და მისი უსაფრთხოების დაზღვევა და თავლყურის დევნება.
5.11 შეთანხმების ვალიდორბის პერიოდში და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში კლიენტმა არ უნდა შესთავაზოს სამსახური მომწოდებლის რომელიმე თანამშრომელს. თუ კი კლიენტიმაინც მოახდენს მომწოდებლის თანამშრომლის გადაყვანას საკუთარ კომპანიაში, მომწოდებელი დააკისრებს კლიენტს გამოწვეული ზიანის დაახლოებითი ოდენობის ანაზღაურების ვალდებულებას.
5.12 როდესაც და თუ, კლიენტიგამოიყენებს მომწოდებლის ოფისის საკონფერენციო დარბაზს, კლიენტითანხმდება რომ:
5.12.1 მსგავსი ოფისები და საკონფერენციო დარბაზები გამოიყენება მხოლოდ ზოგადი საოფისე მიზნებისათვის.
5.12.2 კლიენტმა უნდა შეინარჩუნოს ოფისი და საკონფერენციო დარბაზი მის არსებულ მდგომარეობაში და აცნობოს მომწოდებელს რაიმე დაზიანების შესახებ რაც გამოწვეული იქნება მხარის, მისი თანამშრომლების ან სტუმრების მიერ.
5.12.3 კლიენტიპასუხიმგებელია აანაზღაუროს რაიმე ზიანი რაც გამოწვეული იქნება მხარის, მისი თანამშრომლების ან სტუმრების მიერ.
5.13 კლიენტმა ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 14 დღეში უნდა წარადგინოს მინიმუმ 2 პირადი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი შემდეგიდან: პასპორტი, პირადობა ფოტოთი, მართვის მოწმობა ფოტოთი.
6 ხანგრძლივობა და დასრულება
6.1 მოცემული შეთანხმება ძალაშია შეთანხმებაშივე მითითებული დროით და ითვლება ავტომატურად გაგრძელებულად მომდევნო 12 თვით თუ კი კლიენტები არ შეწყვეტენ შეთანხმებას წერილობითი ფორმით შეთანხმების დასრულებამდე 3 თვით ადრე.
6.2 სტანდარტული ხანგრძლივობისა და დასრულების ვადები და პირობები
6.2.1 მომწოდებელს შეუძლია დაასრულოს შეთანხმება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ რაც აცნობებს კლიენტს, თუ კი:
6.2.1.1 კლიენტიგახდება გადახდისუუნარო, ლიკვიდირებული ან დაუგროვდება 3 თვეზე მეტი ხნის დავალიანება;
6.2.1.2 კლიენტი არ ასრულებს შეთანხმებით აღებულ რომელიმე ვალდებულებას; ან
6.2.1.3 კლიენტი არ დაიცავს წესრიგს ბიზნეს ცენტრში და მიაყენებს ზიანს (რომელსაც შემდგომ არ აანაზღაურებს) ოფისსა და მის ინფრასტრუქტურას.
6.2.2 თუ კი მომწოდებელი შეიცვლის მდებარეობას რის გამოც ვეღარ გაუწევს მომსახურებას კლიენტს ბიზნეს ცენტრში, შეთანხმება დასურლდება და მომწოდებელი ვალდებული იქნება მოიძიოს სხვა ადგილი/ოფისი და შესაძლებლობა რათა განაგრძოს მომსახურების გაწევა. თუ კი მომწოდებელი ვერ განახორციელებს ზემოთ ხსენებულ ვალდებულებას, კლიენტს აქვს უფლება მოიძიოს სხვა მომწოდებელი რისთვისაც მას არ ეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა.
6.2.3 თუ კი კლიენტს აქვს დასაბუთებული და გონივრული პრეტენზია და საჩივარი მომსახურების მიმართ, მას შეუძლია მიმართოს კომპანიას 14 დღით ადრე დასაბუთებული საჩივრით და დაასრულოს მომსახურების შეთანხმება. მიმდინარე თვისთვის გადახდილი მომსახურების საფასური კლიენტს უკან არ დაუბრუნდება, ეს ასევე არ ათვისუფლებს კლიენტს დამატებითი ხარჯების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაფარვაზე.
6.2.4 შეთანხმების დასრულებისას, მხარის ვალდებულებაა აცნობოს რელევანტურ პირებს რომ იგი აღარ იყენებს მომწოდებლის მისამართს. მომწოდებელმა უნდა გაანადგუროს მხარის არსებული ანგარიში და დაუბრუნოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კლიენტს მისი კუთვნილი ნივთები.
ზოგადი დებულებანი
7.1 ნებისმიერი შეტყობინება გაცემული წერილობით რომელიმე ხმარის მიერ ითვლება საკმარისად (ი) თუ კი შეტყობინება ჩაბარდა მომწოდებელს მის ფაქტიურ მისამართზე ან საქმიანობის განხორციელების ადგილას, და (იი) თუ კი შეტყობინება გაიგზავნა წევრის იმ მისამართზე რომელიც მითითებულია ხელშეკრულებაში, მათ შორის წევრის ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
7.2 ყოველდღიური საფოსტო რუტინის მიხედვით, ნებისმიერი გაგზავნილი საფოსტო წერილი ითვლება ჩაბარებალდ.
7.3 ყველა ფორმალური შეტყობინება უნდა გაიგზავნოს წერილობითად და ჩაითვლება ჩაბარებულად როდესაც პირადად ჩაბარდება მომწოდებელს ბიზნეს ცენტრში, ან როდესაც გაიგზავნება კურიერის მეშვეობით, ან პირველი კლასის ფოსტის გამოყენებით მისი ოფისის რეგისტრირებულ მისამართზე ან მისამართზე რაც მითითებულია ხელშეკრულებაში.
7.4 ხელშეკრულების პირობები კონფიდენციალურია. არცერთ მხარეს არ აქვს უფლება გაამჟღავნოს იგი მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, თუ ამას კანონი ან ოფიციალური პირები არ მოითხოვენ. აღნიშნული ვალდებულება ძალაშია 1 წლის განმავლობაში მას შემდეგ რაც ხელშეკრულებას გაუვა ვადა.
7.6 მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომსახურება ხელშეკრულების თანახმად, პირადად და არ უნდა გადასცეს საკუთარი ვალდებულებები რომელიმე მესამე მხარეს, თუ კი არ არსებობს ამის წინასწარი შეთანხმბა მხარესთან.