ბიზნეს გარემო საქართველოში

  • 21 June 2016
  • Comments
ბიზნეს გარემო საქართველოში

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით (იხ. წყარო http://www.economy.ge/ge/media/news/quotdoing-businessquot-is-2014-wlis-angarissi-saqartvelos-reitingi-gaumjobesda) ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველო მე-8 ადგილს იკავებს  189 ქვეყანას შორის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბიზნესის წამოწყება საქართველოში გამარტივებულია და საკმაოდ მოკლე ვადებში ხდება რეგისტრაცია. საქართველომ წარმატებული ბიზნესგარემოს ფორმირებისთვის გრძელი გზა გამოიარა. შეიქმნა ძლიერი ინსტიტუტები და სტაბილური საკანონმდებლო გარემო. საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი ექპერტები და ქართველი მეწარამეები იზიარებენ საერთო აზრს უკანასკნელი წლების განმავლობაში ბიზნესგარემოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესების თაობაზე.

ბიზნეს გარემოს განვითარების დადებითი ტენდენცია გამოწვეულია საკნონმდებლო რეფორმებით, რამაც უზრუნველყო საწარმოს რეგისტრაციისათვის დადგენილი ფინანსური და პროცედურული ბარიერების შემსუბუქება და გამარტივება. ქართული პრეფერენციული სისტემა მნიშვნელოვან უპირატესობებს აძლევს ბიზნესს, რასაც შედეგად მოაქვს 9000-ზე მეტი (მათ შორის 7200 პროდუქტზე ნულოვანი განაკვეთი)  პროდუქციის შეღავათიანი პირობებით ექსპორტი მსოფლიოს 35 წერტილში. (იხ. წყარო http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00—off-0ekonomik–00-1–0-10-0–0-0—0prompt-10–..-4—-4—0-1l–11-en-10—10-help-50–00-3-1-00-0-00-11-1-1utfZz-8-00-0-11-1-0utfZz-8-10&cl=CL4.2&d=HASH6519caad6bbf4e8f4bb051.7&x=1)

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და მათ მოზიდვას, რისთვისაც ქვეყანაში ლიბერალური საინვესტიციო გარემო და ადგიბლობრივი და უცხოური ინვესტიციებისათვის თანაბარი პირობებია განსაზღვრული. ყოველივე ზემოთ აღნიშნული საქართველოს მიმზიდველს ხდის უცხოელი ინვესტორებისათვის. უცხოელი ინვესტორების მიერ საქართველოში ბიზნესი დაწყებისათვის კიდევ ერთ მნიშვნელოვანს ფაქტორს წარმოადგენს, სტაბილური ეკონომიკური განვითარება და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკური პოლიტიკა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით დარჩა მხოლოდ 6 გადასახადი და შემცრიებული განაკვეთები, ლიცენზიებისა და ნებართვების მცირე რაოდენობა, ადმინისტრაციული პროცედურების სიმარტივე, პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმები, მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, განათლებული, კვალიფიციური და კონკურენტული სამუშაო ძალა და სხვა მრავალი ფაქტორი. არსებული 6 გადასახადიდან 3 გადასახადის დაბალი განაკვეთიდან გამომდინარე საქართველო მე-4 ადგილზეა მსოფლიოში.

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის პროგნოზით, 2016 წელს საქართველოში 3,4% ეკომონიკური ზრდა არის მოსალოდნელი რაც 2015 წელს 2.8%-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობაზე კვლევის შედეგად 140 ქვეყნიდან, საქართველო იკავებს შემდეგ პოზიციებს:

  • საგადასახადო განაკვეთი ჯამში – 9
  • პროცედურათა რაოდენობა საჭირო ბიზნესის დასაწყებად – 3
  • ბიზნესის დასაწყებად საჭირო დრო – 2

(იხ. წყარო: http://reports.weforum.org/global-competitiveness-report-2015-2016/competitiveness-rankings/)1

საქართველოს აქვს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებები მსოფლიოს 52 ქვეყანასთან.