ბიზნესის ხელშეწყობა საქართველოში

  • 21 June 2016
  • Comments
ბიზნესის ხელშეწყობა საქართველოში

საქართველო, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო, ტრანსკონტინენტური ქვეყანაა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. თუმცა, პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებამ ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.

ამ წელს, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი 400 მილიონ ევროს ინვესტიციას გასცემს საქართველოში. ბანკს უკვე 190 პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოში და 2.6 მილიარდზე მეტი ინვესტიცია აქვს ჩადებული ქვეყანაში. ისინი თვლიან, რომ საქართველო საუკეთესო ქვეყანაა, როგორც რეფორმების მხრივ ასევე, საერთაშორისო სტანდარტებისა და „იბიარდის“ მანდატის მიღების კუთხით. საქართველოს გააჩნია საუკეთესო საინვესტიციო გარემო და მომავალი, ამის ასახვის მიზნით ბანკმა განახორციელა ყველაზე მსხვილი პროექტები საკუთარი პორტფოლიოს მასშტაბით.

400 მილიონი ევროს ინვესტიცია საქართველოში უპრეცენდენტო ოდენობას წარმოადგენს. აღნიშნული თანხა მოხმარდება სხვადასხვა სექტორების განვითარებას მათ შორის: ეკონომიკის, ჰიდროელექტრო სადგურების, საბანკო, მინიციპალური ინფრასტრუქტურისა და კერძო სტრუქტურის სფეროებს.

ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი დამატებით გასცემს 50 მილიონ აშშ დოლარს, რაც საწარმოთა განვითარებას მოხმარდება საქართველოში (წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო).

საქართველოს ინოვაციისა და ტექნოლოგიის სააგენტოს ინიციტატივით, დღევანდელ დღეს სტარტ-აპები უფრო მეტ შესაძლებლობებს ფლობენ საქართველოში. ინოვაციური პროექტის სახელად ფაბლაბის წარმატებული განხორციელების შედეგად, ინოვაციისა და ტექნოლოგიის სააგენტომ დააფუძვნა 2 ახალი ბიზნეს ინკუბატორი. აღნიშნულით ქვეყანა და საზოგადოება აცხადებს მზაობას ახალი იდეების, ტექნოლოგიებისა და ტრადიციების მისაღებად ბიზნესში.

თავის მხრივ ხელისუფლებას შეაქვს თავისი წვლილი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაში და 2014 წელს იღებს ქვეყნის სოციო-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულ გეგმას – „საქართველო 2020“, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს ეკონომიკური განვითარება. გეგმა ეფუძვნება სამუშაო ადგილების ზრდას და ინოვაციისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას კერძო სექტორში. რამოდენიმე ინიციატივა უკვე განხორციელდა აღნიშნული იდეების უზრუნველსაყოფად, მათ შორის კი საწარმო საქართველოს დაფუძვნება. 2014 წლიდან დღემდე, „წარმოება საქართველოში“-ს ფარგლებში 62 ახალი ბიზნესი დაიწყო ჯამში განხორციელებული ინვესტიციების ოდენობით 111 900 000 აშშ დოლარი.

აღსანიშნავია, საქართველოსა და ჩინეთის მჭიდრო ურთიერთობები როგორც ეკონომიკურ ასევე კულტურულ ჭრილში. ამ წლის 9-13 მაისს გაიმართა 2 ეტაპიანი მოლაპარაკებები ჩინეთსა და საქართველოს შორის, სადაც მხარეებმა გაცვალეს შეთავაზებები 2016 წელს საქონლისა და მომსახურებით ვაჭრობის თაობაზე. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება კი წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისათვის, რაც ხელისუფლების ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ხელშეკრულების შესრულების შემდგომ, დამატებით 1.4 მილიარდი იქნება გამოყენებული ბაზარზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საინვესტიციო მიმზიდველობას და იქონიებს გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.