საცხოვრებელი vs იურიდიული მისამართი?

  • 05 July 2016
  • Comments
საცხოვრებელი vs იურიდიული მისამართი?

მრავალ მცირე ბიზნესს არ გააცნია საკუთარი უნიკალური მისამართი ბიზნესისათვის. ეს ლოგიკურიც არის, ვინაიდან ბიზნესის მფლობელს ამრიგად არ უწევს ზედმეტი ხარჯის გაწევა. მრავალი მათგანისთვის, საცხოვრებელი მისამართის გამოყენება ბიზნესისათვის არ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ სხვებისთვის არსებობს მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები და შესაძლო ირუდიული შედეგები. იხილეთ მათგან რამოდენიმე:

პასუხისმგბელობის საკითხები

შპს-ები და კორპორაციები ორჯერ უნდა დაფიქრდნენ სანამ საცხოვრებელ მისამართს გამოიყენებენ მცირე ბიზნესისათვის. ერთიერთი მთავარი უპირატესობა ამ ბიზნეს სტრუქტურის არის შეზღუდული პასუხისმგებლობა ბიზნესის ფინანსურ ვალდებულებებზე. თუმცა, ეს იმუნიტეტი მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როდესაც თქვენს პირად და ბიზნეს საქმიანობას აწარმოებთ ცალ-ცალკე. ბიზნესისათვის საცხოვრებელი მისამართის გამოყენებამ შესაძლოა პირადად პაუსუხისმგებელი გაგხადოთ ბიზნესის ფინანსურ ვალდებულებებსა და მოვალეობებზე. თქვენ შესაძლოა გაგიჩნდეთ იურიდიული პასუხისმგებლობა, თუ კი ვინმე უცხო პირი ჩაიბარებს კომპანიის მისამართით გამოგზავნილ დოკუმენტებს, და ამასთან იგი არ/ვერ შეგატყობინებთ რომ კომპანიის სახელზე ჩაბარდა რაიმე ტიპის იურიდიული დოკუმენტი.

პირადი ინფორმაციის შენახვის საკითხი

თუ კი თქვენ იყენებთ თქვენს საცხოვრებელ მისამართს ბიზნესისათვის, მოგიწევთ როდესაც კლიენტს დასჭირდება თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია მისცეთ მათ თქვენი სახლის მისამართი. სახლის მისამართის გამოყენებამ შესაძლოა დაარღვიოს თქვენი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა. უკანასკნელი რაც უნდა გსურდეთ ის არის რომ გაღიზიანებულმა კლიენტმა სახლის კართან მოგაკითხოთ. საცხოვრებელი მისამართის გამოყენება ნაკლებად პროფესიონალურ შთაბეჭდილებას ტოვებს და ამავდროულად იძლევა ინფორმაციას თქვენი სახლის მისამართზე.

რეპუტაცია

ბევრი კლიენტი გაგებით ეკიდება იმ ფაქტს რომ კომპანიებს არ გააჩნიათ უნიკალური ბიზნეს მისამართი. მიუხედავად ამისა, ბიზნეს მისამართი იძლევა კონკრეტულ ბენეფიტებს რასაც თქვენი რეპუტაციის ამაღლება შეუძლია. მკაფიო ბიზნეს მისამართის გარეშე, როგორც წესი თქვენ ვერ გამოაქვეყნებთ თქვენს ფაქტობრივ მისამართს კომპანიის საიტზე, რამაც შესაძლოა პოტენციურ კლიენტებში გაურკვევლობა გამოიწვიოს. პოტენციური კლიენტებმა შეიძლება სერიოზულადაც არ აღგიქვან როდესაც აშკარად დააფიქსირებენ თქვენი კომპანიის მისამართს საცხოვრებელ მისამართად. კიდევ ერთი დასაფიქრებელი ფაქტორია ის რომ, როგორც წესი მეწარმე ბიზნესმენებეს არ სურთ მათი საცხოვრებელი მისამართის საჯარო ჩანაწერებში გამოქვეყნება, გამომდინარე პირადი ინფორმაციის შენახვის საკითხებიდან ან უბრალოდ იმის გამო რომ მისამართი ძალიან საცხოვრებელ მისამართად ჟღერს.

ბიზნეს მისამართის მიღება

არსებობს იაფი გზა რათა მოიპოვოთ უნიკალური ბიზნეს მისამართი – ვიოფისი იძლევა იურიდიულ მისამართს ქალაქის პრესტიჟულ ბიზნეს ცენტრში მხოლოდ 50 აშშ დოლარად, ამ მომსახურებაში შედის ადმინისტრატორის დახმარება რომელიც თქვენი კომპანიისათვის მიღებულ ფოსტას გადმოგიგზავნით. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თუ კი ბიზნსს თავისი ბუნებით არ ესაჭიროება ფიზიკური მისამართი/ადგილმდებარეობა ოპერირებისათვის, ამ შემთხვევაში ვირტუალური ოფისი საუკეთესო გამოსავალია.

თითოეული ბიზნესი იწყება სადმე და მრავალი ჩვენთაგანისათვის, იგი იწყება ჩვენს საშინაო ოფისში, ჩვენი სამზარეულოს მაგიდაზე ან ადგილობრივ კაფეში. მაშინაც კი თუ კი თქვენი ორგანიზაცია გარდაიქმნება მულტი-მილიონდოლარიან კომპანიად, შესაძლოა მაინც დიდი დრო დაგჭირდეთ სანამ კომერციულ ფართს გაწვდებით.