ბიბლიოთეკა

nodia ბიბლიოთეკა


ბიბლიოთეკა

- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - სააქციო საზოგადოება - კოოპერატივი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება . ყველა შემთხვევაში საწარმოს რეგისტრაცია სავალდებულოა. თუ რეგისტრაციამდე საზოგადოების სახელით რაიმე მოქმედება განხორციელდა, ამ მოქმედების შემსრულებლები და დამფუძნებლები პასუხს აგებენ პერსონალურად, როგორც სოლიდარული მოვალეები, ამ მოქმედებიდან წარმოშობილი ყველა ვალდებულებისათვის. ეს პასუხისმგებლობა ძალაში რჩება საზოგადოების რეგისტრაციის შემდეგაც.
განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: საფირმო სახელწოდებას (ფირმას); ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას; ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს); ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის სახელს, გვარს, საცხოვრებელ ადგილს, მოქალაქეობას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდებას, ნომერს, პირად ნომერს, ხოლო თუ დამფუძნებელი იურიდიული პირია - მის საფირმო სახელწოდებას და რეგისტრაციის მონაცემებს (იურიდიული მისამართი, იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც რეგისტრაციაში გაატარა იურიდიული პირი, რეგისტრაციის თარიღი და საიდენტიფიკაციო ნომერი, ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმა, მისი წარმომადგენლის მონაცემები); წარმომადგენლობის უფლებამოსილებას; საწესდებო კაპიტალის ოდენობასა და თითოეული პარტნიორის წილს საწესდებო კაპიტალში (პროცენტებში, და თანხდებში); საწარმოს ხელმძღვანლის (ყოველი დირექტორის) სახელს, გვარს, საცხოვრებელ ადგილს, მოქალაქეობას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდებას, ნომერს, პირად ნომერს. განცხადებას სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ ხელს აწერს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების პირი.
ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის დაწყების რეგისტრაცია: მეწარმე იურიდიული პირის პარტნიორებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის დაწყების შესახებ. პარტნიორებს, ასევე წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ან დირექტორს (დირექტორებს) შეუძლიათ განსაზღვრონ ის პირები, რომლებიც ახორციელებენ საწარმოს ლიკვიდაციას (ლიკვიდატორები). რეორგანიზაციის სახეებია: ა) გარდაქმნა (სამართლებრივი ფორმის ცვლილება); ბ) შერწყმა (გაერთიანება, მიერთება); გ) გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა). პარტნიორებს შეუძლიათ ერთი სამართლებრივი ფორმის საწარმო გარდაქმნან სხვა სამართლებრივი ფორმის საწარმოდ. საწარმოები შეიძლება შეერწყან ერთმანეთს. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის დაწყების რეგისტრაციის წესი და პირობები სუბიექტის ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის დაწყების რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებს. პარტნიორები საერთო კრებაზე იღებენ გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ, რის შემდეგაც იწყება კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესი. სუბიექტის რეორგანიზაციის დაწყების მოთხოვნის შემთხვევაში სავალდებულოა სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მიეთითოს რეორგანიზაციის სახე და ინფორმაცია რეორგანიზაციის შედეგების შესახებ. საწარმოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს ინფორმაცია, რომელშიც მითითებული იქნება საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების ვადები. პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. სარეგისტრაციოდ წარმოსადგენი დოკუმენტები: განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ); დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.(პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი) ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესის დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტი (უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შესახებ); ინფორმაცია სუბიექტის ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების ვადების შესახებ; სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმეტი ( 1 სამუშაო დღის ვადაში – 100 ლარი). შესაძლებელია ასევე დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაც. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასური და ვადა შემდეგნაირია: განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი.
უცხო ქვეყნის მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრაციისთვის მიმართეთ ნებისმიერ იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს. თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული/ლეგალიზებული სადამფუძნებლო დოკუმენტაცია/რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული მონაცემები დამფუძნებელი საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და მისი ხელმძღვანელის შესახებ; უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება ფილიალის დაარსების შესახებ; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული, სუბიექტის გადაწყვეტილება ფილიალის/წარმომადგენლობის ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ; იმ შემთხვევაში, თუ ფილიალი რეგისტრირდება მისამართზე, რომელიც არ წარმოადგენს დამფუძნებელი იურიდიული პირის/მისი დირექტორის ან ფილიალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საკუთრებას, დამატებით წარმოადგინეთ აღნიშნულ მისამართზე არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრის თანხმობა ან სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული ხელშეკრულება ამ ნივთით სარგებლობის შესახებ (იჯარის, ქირავნობის, თხოვებისა ან სხვა).
პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ქვემოთ აღნიშნული შემთხვვისა), ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად და იგი დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს. პირს, რომელიც საქონლის მიწოდებას ახორციელებს მხოლოდ სსზ-ის ტერიტორიაზე (გარდა სსზ-ში სავაჭრო ობიექტის დამქირავებელი იურიდიული პირისა, რომელიც საქონლის რეალიზაციას ახორციელებს სტაციონარული სავაჭრო ობიექტის მეშვეობით, და დამოუკიდებლად ასრულებს საგადასახადო ანგარიშგებას და საგადასახადო ვალდებულებას) ზემოაღნიშნულით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ წარმოეშობა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება. ამასთან, სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას არ გაითვალისწინება: ა) ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები; ბ) ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები. გ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის − ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.